მუზეუმის შესახებ

მუზეუმი 2012 წლის 29 თებერვალს გაიხსნა. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 3 000 კვადრატულ მეტრის ფართობის საგამოფენო ცენტრში საგამოფენო დარბაზები, სამეცნიერო- საგანმანათლებლო ცენტრი, საბავშვო სტუდია, საკონფერენციო დარბაზი, არტ-სალონი და კაფე განთავსდება.

სამუზეუმო კომპლექსი მხატვარ ზურაბ წერეთლის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.

ექსპოზიცია მხატვრის შემოქმედებითი გზის ყველა ჟანრსა და ეტაპს მოიცავს. ექსპოზიციაში შესულია ზურაბ წერეთლის მიერ ბრაზილიაში, საფრანგეთში, საქართველოში, რუსეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში შექმნილი ნაწარმოებები.

გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრისა და განსხვავებული ტექნიკით შესრულებული 300-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში; გამოფენილია ასევე 250 ფოტო.

ბილეთის ფასი:

უფროსებისთვის - 3 ლარი.

მოსწავლეებისთვის - 1 ლარი.

სტუდენტებისთვის - 1 ლარი.

ინვალიდებისა და სოციალურად დაუცველ პირთათვის უფასოა.

Copyright © 2013 ზურაბ წერეთელის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ყველა უფლება დაცულია.